ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაღდადში ტერაქტის შედეგად სულ ცოტა 32 ადამიანი დაიღუპა


ერაყის პოლიციის განცხადებით ბაღდადში განხორციელებული რამდენიმე ტერაქტის შედეგად სულ ცოტა 32 ადამიანი დაიღუპა და 65 დაიჭრა. ყველაზე ძლიერი აფეთქება ბაღდადის სადრის რაიონში მოხდა, რომლის დროსაც 10 ადამიანი დაიღუპა და 28 დაიჭრა.

მანქანაში დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა ბაღდადის ცენტრშიც, რამაც 6 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 16 დაიჭრა.

ააფეთქეს ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროს კორტეჟიც, რომლის დროსაც 2 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა.

ერაყის დედაქალაქში მომხდარი მეოთხე აფეთქების დროს 2 ადამიანი გარდაიცვალა.

ამის შემდეგ ბაღდადის უმ ალ-მაალიფის რაიონში კიდევ 2 აფეთქება მოხდა რამას 12 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა 25 დაიჭრა.

XS
SM
MD
LG