ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საკომუნიკაციო სატელიტის გაშვება ჩაიშალა


სამხრეთ კორეის მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩრდილოეთ კორეის მიერ ეგრედწოდებული საკომუნიკაციო სატელიტის გაშვება ჩაიშალა, რასაც ოფიციალური პირები და მეტეოროლოგები ძლიერ ქარსა და ცუდ ამინდს აბრალებენ. თუმცა ფხენიანს კიდევ 4 დღე აქვს, რომ განახაორციელოს სატელიტის გაშვება. როგორც ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური პირები აცხადებენ, გაშვება მოხდება შაბათსა და ოთხშაბათს შორის, დილის საათებში. ამავე განცხადების თანახმად, სატელიტის გაშვების მოსამზადებელი პროცესი დასრულებულია. მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ კორეა ირწმუნება, რომ იგი მხოლოდ საკომუნიკაციო სატელიტის გაშვებას აპირებს, მისი მეზობელი ქვეყნები და ამერიკა შიშობენ, რომ ფხენიანს შორი რადიუსის რაკეტის გაშვება აქვს განზრახული.


XS
SM
MD
LG