ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეა შორი რადიუსის რაკეტის გაშვებას შაბათს გეგმავს


სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ლი მუნგ ბაკი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეა შორი რადიუსის რაკეტის გაშვებას შაბათს გეგმავს თუ ამაში ამინდიშეუწყობს ხელს. ეს ქმედება მისი განცხადებით პხენიანისთვის მომგებიანი არაა. ბატონმა ლიმ ეს განცხადება დღეს ლონდონში გააკეთა და ამასთან დასძინა რომ ამაში იგი თითქმის დარწმუნებულია.

საფრანგეთში მყოფმა ბარაკ ობამამ მოუწოდა ჩრდილოეთ კორეას შეაჩეროს რაკეტის გაშვების პრვოკაციული გეგმა.

მისივე განცხადებით აშშ-ის მხრიდან მრავალჯერადი გაფრთხილების მიუხედავად ფხენიანის არ ცვლის თავის გადაწყვეტილებას, რითაც საერთაშორისო იზოლაციისკენ უბიძგებს ქვეყანას.

ჩრდილოეთ კორეა ირწმუნება რომ იგი მხოლოდ საკომუნიკაციო სატელიტის გაშვებას აპირებს, მაშინ როდესაც მისი მეზობელი ქვეყნები და ამერიკა შიშობენ რომ ფხენიანს შორი რადიუსის რაკეტის გაშვება აქვს განზრახული.

XS
SM
MD
LG