ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალცჰაიმერის დაავადებამ ამერიკის შეერთებულ შტატებში უდიდეს მასშტაბებს მიაღწია


ალცჰაიმერის დაავადებამ ამერიკის შეერთებულ შტატებში უდიდეს მასშტაბებს მიაღწია. ექსპერტები ამ დაავადებასთან არსებულ პრობლემებს ამჟამად მიმდინარე ეკონომიკურ კრიზისს ადარებენ.

ალცჰაიმერის დაავადების შემსწავლელი ცენტრის მონაცემებით 2050 წლისათვის შეერთებული შტატების მთავრობას აღნიშნული დაავადების მკურნალობა 20 ტრილიონი დოლარი დაუჯდება.

დღეისათვის ამერიკაში 5 300 000 ადამინაი იტანჯება ალცჰაიმერის დაავადებით. მოსახლეობის დაბერებასთან ერტად მთელს მსოფლიოში მოსალოდნელია აღნიშნული ავადმყოფობის რიცხვის ზრდა.

ალცჰაიმერის დაავადება შეერთებულ შტატებში სიკვდილიანობის სიხშირით მე-6 ადგილზეა და მასთან ბრძოლა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ამ დაავადების პირველი სიმპტომებია მეხსიერების დაკარგვა. ალცჰაიმერის შემდგომ სტადიაზე ადამიანი ვეღარ ცნობს საკუთარი ოჯახის წევრებს, ავიწყდება ლაპარაკი, სიცილი, ზოგიერთს სიარულიც კი აღარ შეუძლიათ.

ვაშინგტონში ამას წინათ ალცჰაიმერის ავადმყოფობით დაავადებული ადამიანების მომვლელთა მიტინგი ჩატარდა, რომლებიც სახელმწიფოსგან დამატებითი თანხების გამოყოფას მოითხოვდნენ აღნიშნულ დაავადებასთან საბრძოლველად. მომვლელთა ნაწილი ვერ უძლებს მძიმე სამუშაოს და სამსახურიდან მიდის.

ალცჰაიმერის ასოციაციის განცხადების თანახმად მათი პაციენტების მკურნალობა სამჯერ მეტი ჯდება ვიდრე სხვა მოხუცებულების. ამჟამად შეერთებული შტატების მთავრობას ალცჰაიმერის დაავადებასთან ბრძოლა ყოველწლიურად 148 მილიარდი დოლარი უჯდება.

ალცჰაიმერით დაავადებული ადამიანების რიცხვის გაზრდამ კალიფორნიის გუბერნატორი მეუღლის მარია შრაივერის ყურადღება მიიქცია რომელმაც სპეციალური მიმართვა გაუგზავნა შეერთებული შტატების სენატის კომიტეტს და უფრო მეტი დაფინასება მოითხოვა სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების გაფართოების მიზნით.

აღსანიშნავია რომ მარია შრაივერის მამა, რომელიც მშვიდობის კორპუსის პირველი თავმჯდომარე იყო ალცჰაიმერის დაავადებით არის ავად. ქალბატონი შრაივერის განცხადებით:'' ჩვენი რეკომენდაციების მიღება დიდ გამბედაობას მოითხოვს, მაგარამ მე დარწმუნებული ვარ რომ იმ ბრწყინვალე მეცნიერებს რომლებიც ჩვენი ქვეყნის ლაბორატორიებში მუსაობენ ხელეწიფებათ ალცჰაიმერის დაავდების შეზღუდვა და მომავალში მისი პრევენციაც კი."

წინაღმდეგ შემთხვევაში, როგორც შეერთებულ შტატებში ალცჰაიმერის დაავადების კვლევის ასოციაცია აცხადებს მთავრობას კიდევ უფრო ძვირი დაუჯდება ამ ავადყოფობასთან ბრძოლა.

XS
SM
MD
LG