ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტაილანდისა და კამობოჯის საზღვარზე შეტაკებისას ორი ტაილანდელი ჯარისკაცი დაიღუპა


პარასკევს ტაილანდისა და კამობოჯის საზღვარზე შეტაკებისას ორი ტაილანდელი ჯარისკაცი დაიღუპა.

ოფიციალური პირები ორივე მხრიდან აცხადებენ, რომ ტაილანდელ და კამბოჯელ სამხედროებს, შორის უკვე ორი შეიარაღებული შეტაკება მოხდა, რომლის დროსაც გამოყენებულ იქნა ავტომატური იარაღი და ხელყუმბარები.

ინცინდენტების შედეგად 7 სამხედრო დაიჭრა.

კამბიჯის ოფიციალური პირების განცხადებით ბრძოლა მხარეებს შორის მას შემდეგ დაიწყო, როდესაც ტაილანდელი სამხედროები კამბოჯის ტერიტორიაზე შევიდნენ. შეტაკებები მე11 საუკუნის პრე ვიჰერის ტაძრის მახლობლად მოხდა.

როგორც ერთ-ერთი კამბოჯელი ჯარისკაცი აცხადებს, მან ცეცხლის გახსნის ბრძანება მიიღო თავისი მეთაურისგან თუ ტაილანდელი სამხედროები კიდევ ერთხელ გადაკვეთავენ საზღვარს.

ხუთშაბათს კამბოჯის პრემიერ მინისტრი ჰუნ სენი დაიმუქრა, რომ ისინი სამხედრო დაპრისპირებაში ჩაებმებიან თუ კი ტაილანდელები კიდევ ერთხელ დაარღვევენ საზღვარს.

XS
SM
MD
LG