აქციებს ატარებდნენ , რომელიც ძალადობაში გადაიზარდა. ოფიციალური პირების განცხადებით დაპატიმრებული 100 მოპროტესტე იმ 300 თაგანია, რომლებიც ხუთშაბატს პოლიციასა და მომიტინგეებს შორის მომხდარი შეტაკების დროს აიყვანეს. პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი , მაშინ როდესაც დემონსტრანტება შუშების ჩალეწვა და სანაგვე ყუთების დაწვა დაიწყეს უშიშროების ძალებმა დაბლოკეს სტრასბურგის ცენტრის მისასვლელები.
აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა სტრასბურგში ჩავიდა სადაც შეხვდება ნატოს წევრი ქვეყნების 27 ლიდერს. სამიტი ორი დღე გაგრძელდება. სტრასბურგთან ერთად ბადენ ბადენიც მასპინძლობს ალიანსის წევრებს. გერმანიამ და საფრანგეთმა უსაფრთხოების ზომების გამკაცრების მიზნით 25 ათასი ძალოვანის მობილიზაცია მოახდინა.