ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლი გაღიზიანებას ვერ მალავს


რუსეთის საგარეო საქმეთა სმინისტროს რწმუნებული ანდრეი ნესტერენკო ამტკიცებს, რომ საქართველოს რევანშის აღება სურს აგვისტოში რუსეთთან წაგებული ომისათვის. მისივე თქმით როგორც სჩანს საქართველო გონს ვერ მოეგო, რადგანაც იგი ცდილობს მისი შეიარაღებული ძალების აღდგენას და აცხადებს, რომ რუსეთი კვლავაც რჩება საფრთხედ საქართველოსათვის. ნესტერენკოს მიაჩნია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალებისადმი დახმარება აგრესიისადმი ხელის შეწყობას წარმოადგენს. კრემლი მოელის, რომ შეერთებული შტატები, უკრაინა და სხვა ქვეყნები საერთაშორისო ასპარეზზე უფრო მეტი პასუხისმგებლობით იღვაწებენ. ლონდონში რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ უარს ამბობს რაიმე ურთიერთობაზე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან. მანვე აღნიშნა, რომ თუ თბილისში დემოკრატიული გზებით მოხდა მთავრობის შეცვლა იგი მზად იქნება მოლაპარაკებისათვის. პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა,რომ საქართველოს მტკიცედ უჭერს მხარს აშშ-ი და ეს პარტნიორობა ახლა ახალ ფაზაში შედის. ამერიკელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მედვედევთან საუბარში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაშინგტონი არასოდეს სცნობს ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას.

XS
SM
MD
LG