ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფხენიანი იმუქრება



სამხრეთ კორეა და შეერთებული შტატები აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში თუ ჩრდილოეთ კორეა რაკეტების გამოცდას არ შეწყვეტს ისინი გადამწყვეტ ზომებს მიმართავენ. ლონდონში მყოფი ამერიკისა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტები ბარაკ ობამა და ლი მინგ ბაკი ფხენიანთან დასაპირისპირებლად უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში დედამიწის ორბიტაზე ხელოვნური თანამგზავრის გაშვებას აპირებს. ამერიკა, სამხრეთ კორეა და იაპონია კი ეჭვობენ, რომ ეს გაშვება სინამდვილეში გრძელი რადიუსის მქონე ბალისტიკური რაკეტის გამოცდას წარმოადგენს. შეერთებული შტატები აცხადებს, რომ ზემოთქმული გამოცდა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას არღვევს. ფხენიანი იმუქრება, რომ რაკეტის ჩამოგდების ნებისმიერი მცდელობისას გამოპასუხებას არ დააყოვნებს.


XS
SM
MD
LG