ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაკ ობამა განცხადებას აკეთებს დიდი ოცეულის უმაღლესი დონის შეხვედრაზე


მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი დღის მთავარი თემაა დიდი ოცეულის უმაღლესი დონის შეხვედრაზე, რომელიც ლონდონში ტარდება. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან გორდონ ბრაუნთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ დიდი ოცეულის ლიდერები ეთანხმებიან იმ აზრს, რომ საჭიროა ურთიერთთანამშრომლობა, რათა მსოფლიო ეკონომიკური მდგომარეობა გამოსწორდეს. გამოიკვეთა აზრთა თანხვედრა ბარაკ ობამასა და გორდონ ბრაუნს შორის იმის თაობაზე, რომ ეკონომიკაში დაუშვებელია პროტექცონიზმი. საგულისხმოა, რომ მაშინ როდესაც ობამა და ბრაუნი მოთხოვენ სამთავრობო ხარჯების გაზრდას, რათა ამით ეკონომიკის ზრდას შეუწყონ ხელი განსაზღვრული სახემწიფოები ამტკიცებენ, რომ ამ თავითვე საჭიროა მკაცრი კანონების შემუშავება ფინანსთა დარგში, რათა თავიდან იქნას აცილებული აწმყო კრიზისის მომავალში განმეორება. ბარაკ ობამას მიაჩნია, რომ დდი ოცეულის ლიდერებს შესწევთ იმის უნარი, რომ შეიმუშაონ ისეთი გეგმა, რომელიც ორივე ზემოთხსენებულ პრობლემის გადაჭრის მეთოდებს შიცავს. გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი დაძინებიტ მოუწოდებს მსოფლიო ლიდერებს მტკიც შეთანხმებებს მიაღწიონ ბაზრების რეფორმის დაწყების თაობაზე. მან აღნიშნა, რომ იზიარებს საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის მოსაზრებას, რომლის თანახმად მიუღებელია ყალბი, კომპრომისული გარგებები ლონდონის უმაღლესი დონის შეხვედრაზე. სარკოზი დაიმუქრა, რომ გამოეთიშება ამ უმაღლესი დონის შეხვედრას თუ დიდი ოცეული არ დაამტკიცებს შედარებით მკაცრ კანონებს მსოფლიო ფინანსური ბაზრების შესახებ.

XS
SM
MD
LG