ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი და საფრანგეთი უმაღლეს დონეზე ურთიერთობების აღდგენას გეგმავენ


ჩინეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ ქვეყნები უმაღლეს დონეზე ურთიერთობების აღდგენას და სტრატეგიულ საკითხებზე მოთათბირებას გეგმავენ. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ტიბეტის საკითხის გამო გართულდა. მინისტრების შეხვედრის თაობაზე ამომწურავი ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ, მაგრამ ცნობილია ის, რომ საფრანგეთმა პირობა დასდო, რომ ტიბეტის დამოუკიდებლობას არანაირი ფორმით არ დაუჭერს მხარს. საფრანგეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობა გასული წლის დეკემბერს პოლონეთში, საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზისა და ტიბეტელთა გაძევებულ ლიდერ დალაი ლამას შორის შეხვედრის მოწყობამ გაართულა. ჩინეთმა გააპროტესტა შეხვედრის მოწყობა და ევროკავშირთან დაგეგმილ სამიტში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა.

XS
SM
MD
LG