ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ტერაქტის შედეეგად 17 ადამიანი დაიღუპა



ოთხმა კამიკაძემ ავღანეთის სამხრეთში სამთავრობო შენობებზე მიიტანა იერიში, რომლის დროსაც სულ ცოტა 17 ადამიანი დაიღუპა.

ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით თავდამსხმელებმა ყანდაარში პროვინციის საბჭოს შენობის ჭიშკარი ააფეთქეს, შემდეგ კი შახიდის ქამრებით აღჭურვილი სამი ტერორისტი სროლა-სროლით შეიჭრნენ შენობის შიგნით.

პოლიციამ ორი მათგანის მოკვლა მოახერხა მესამემ კი თვითონ აიფეთქა თავი. ავღანეთის ხელისუფლების განცხადებით ტერორიტებმა 6 პოლიციელი გამოასალმეს სიცოცხლეს. მათ გარდა ორმხრივ სროლაში კიდევ 7 ადამიანი დაიღუპა.

ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბებმა იკისრეს. პროვინციული საბჭოს თავმჯდომარის ვალი კარზაის განცხადებით დაღუპულთა შორის განათლების და ჯამრთელობის დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც არიან.

თავად ვალი კარზაი, რომელიც ავღანეთის პრეზიდენტის ჰამიდ კარზაის ძმაა შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს რადგან ამ თავდასხმის დროს შენობაში არ იმყოფებოდა.


XS
SM
MD
LG