ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელში ახალი საგარეო საქმეთა მინისტრია


ისრაელის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი ეჭვქვეშ აყენებს პალესტინელებთან ადრე მიღწეულ სამშვიდობო შეთანხმებებს.

ბატონი ლიბერმანის განცხადებით ისრაელისთვის არ არის სავალდებულო შეერთებული შტატების ინიციატივით მოწვეული სამშვიდობო კონფერენციის გადაწყვეტილება, რომელიც დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს შექმნას ითვალისწინებს.

ულტრა-ნაციონალისტმა ლიბერმანმა ეს კომენტარი ბენიამინ ნათანიაჰუს ისრალის პრემიერ-მინისტრად არჩევის შემდეგ გააკეთა.

თავის მხრივ კატარის ტელევიზიით გამოსვლისას პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა გააკრიტიკა ბენიამინ ნათანიაჰუ, რომლესაც მისი აზრით მშვიდობის არ სჯერა.

XS
SM
MD
LG