ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სუდანის პეზიდენტი საერთაშორისო სასამართლოს განკარგულების იგნორირებას ახდენს


სუდანის პეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი საუდის არაბეთში იმყოფება ოფიციალური ვიზიტით, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს საერთაშორისო სასამართლოს განკარგულების იგნორირებაზე, რომელმაც მისი დაპატიმრების ორდერი გასცა.

სუდანის პრეზიდენტი მექაში ჩავიდა, ისლამური სიწმინდეების მოსალოცად, სადაც მას საუდის არაბეთის ხელისუფლების წარმომადგენლები დახვდნენ. თავად საუდის არაბეთის ხელმწიფე აბდულა ლონდონში იმყოფება მსოფლიოს 20 სახელმწიფოს ეკონომიკურ შეხვედრაზე.

საერთაშორისო კრიმინალური სასამართლომ სუდანის პრეზიდენტი ომის დანაშაულებებში მონაწილეობის გამო ძებნილად გამოაცხადა, მაგრამ მიუხედავად ამისა ომარ ალ-ბაშირი უკვე მეხუთედ გაემგზავრა საზღვარგარეთ მისი დაპატიმრების სანქციის გაცემის შემდეგ.

XS
SM
MD
LG