ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა და მედვედევი ლონდონში შეხვდნენ ერთმანეთს


შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაქ ობამა და რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი შეთანხმდენენ რომ გააგრძელებენ მოლაპარაკებებს სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების შემცირების შესახებ.

ორი ქვეყნის პრეზიდენტები ლონდონში პირველად შეხვდნენ ერთმანეთს მსოფლიოს 20 ქვეყნის ეკონომიკური შეხვედრის წინ. მხარეებმა იმედი გამოთქვეს რომ შეძლებენ სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულების განახლებას, რომელსაც დეკემბერში გასდის ვადა.

ბარაქ ობამას და დიმიტრი მედვედევის განცხადებაში ნათქვამია რომ რუსეთი და ამერიკა არ არიან მოწინააღმდგეები და ერთობლივი ძალებით გაუმკლავდებიან გლობალურ ეკონომიკურ კრიზისს და იმუშავებენ საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაზე.

ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ირანის ხელისუფლებას გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლობისკენ მოუწოდეს, რათა ყველა დარწმუნდეს რომ ირანის ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება. ბარაქ ობამა და დიმიტრი მედვედევი განსხვავებულ პოზიციებზე დარჩნენ შარშან აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის და ევროპაში ამერიკული რაკეტსაწინაღო სისტემის განლაგებასთან დაკავშირებით.


XS
SM
MD
LG