ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰააგის კონფერენცია ავღანეთზე წარმატებით ჩატარდა


80-ზე მეტი სახელმწიფოსა და ორგანიზაციის წარმომადგენელმა ავღანეთისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ავღანეთის ფეხზე დაყენებისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო და რეგიონალურ თანამშრომლობას. ჰააგის კონფერენციის მონაწილეებმა ამას გარდა შეთანხმებას მიაღწიეს იმის თაობაზე, რომ ერთობლივი ძალისხმევით ავღანეთში უნდა გაუმჯობესდეს უშიშროების, ეონომიკისა და პოლიტიკური განვითარების პირობები. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მის სიტყვაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ ეს ძალისხმევა წარმატებით არ დაგვირგვინდა ამას შეიძლება საერთაშორისო მასშტაბებით სავალალო შედეგები მოჰყვეს თან. აღსანიშნავია, რომ ქალბატონმა კლინტონმა და ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ განაცხადეს, რომ მზად არიან შერიგებაზე წავიდნენ იმ თალიბებთან, რომლებიც შესწყვეტენ ბრძოლას, დაჰგმობენ ექსტრემიზმს და აღიარებენ ავღანეთის კონსტიტუციის უზენაესობას. როგორც ქალბატონმა კლინტონმა განაცხადა თალიბ მებრძოლთა უმეტესობა ამ მოძრაობას არა მრწამსის, არამედ სასოწარკვეთილების გამო შეუერთდა და როგორც მან თქვა უნდა მოხდეს მათი ავღანეთის საზოგადოებაში კვლავ ინტეგრირება. ბატონმა კარზაიმ მის სიტყვაში აღნიშნა, რომ ავღანეთი დღეს კრტიკული მნიშვნელობის მქონე გზის გასაყარზე დგას. მან საერთაშორისო საზოგადოებრიობას მოუწოდა დახმარების ხელი გამოუწოდონ ქაბულს მისი უშიშროების ძალების შექმნაში. როგორც კარზაიმ აღნიშნა ეს იქნებოდა ყველაზე იაფად ღირებული და ეფექტური გზა, რათა ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაუსვან ტერორიზმის საფრთხეს.

XS
SM
MD
LG