ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა ალ-ყაიდასა და თალიბთა ზოგ ფრაქციასთან შერიგების იდეას უჭერს მხარს


შეერთებული შტატები ალ-ყაიდასა და თალიბთა ზოგ ფრაქციასთან შერიგების იდეას უჭერს მხარს. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ მათ ვინც ტერორისტთა რიგებს გაჭირვებისა და გამოუვალი მდგომარეობის გამო შეუერთდა, გამოსწორების საშუალება უნდა მიეცეთ. სახელმწიფო მდივანი ჰააგაში ავღანეთისადმი მიძღვნილ ერთდღიან კონფერენციას ესწრებოდა. აქ მან ოთხმოცი ქვეყნისა და ორგანიზაციის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ რაც ავღანეთში ხდება მთელს მსოფლიოზე მოქმედებს. ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ ასევე მიმართა კონფერენციაზე დამსწრეთ. პრეზიდენტმა საერთაშორისო საზოგადოებრიობას მისი ქვეყნის უშიშროების ძალების გაძლიერების საქმეში დახმარების აღმოჩენა მოსთხოვა და აღნიშნა, რომ ეს ტერორიზმთან ბრძოლის ყველაზე იაფფასიანი და შედეგიანი გზა იქნება.

XS
SM
MD
LG