ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ  ავღანეთსა და პაკსიტანში ახალი სტრატეგიის შესახებ განცხადება გააკეთა


პარასკევს აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ავღანეთსა და პაკსიტანში ახალი სტრატეგიის შესახებ განცხადება გააკეთა:

ავღანეთში ჩვენ ვუპირისპირდებით იმ საერთო მტერს რომელიც საშიშროებას უქმნის ამერიკას , ჩვენს მეგობრებსა და მოკავშირე ქვეყნებს, ავღანელ და პაკისტანელ ხალხს, რომლებმაც იგემეს ექსტრემისტთა სისასტიკე.

ობამამ იქვე დასძინა რომ მისი ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული სტრატეგია ითვალისწინებს შეერთებული შტატების საერთაშორისო საზოგადოებრიობასთან ერთად ავღანეთში სამოქალაქო საზოგადოებრის ამ პროცესში ჩართვას . ასევე ამერიკა მნიშვნელოვან როლს დაუთმობს ავღანეთის უშიშროების ძალების წვრთნას რომ მათი მეშვეობით მიღწეულ იქნას ავღანელი ხალხის უსაფრთხოების მდგომარეობის თუნდაც მინიმალური გაუმჯობესება.

განცხადებაში ობამამ აღნიშნა რომ მომავალი 5 წლის განმავლობაში ყოველ წელს პაკისტანს უშიშროების ძალებისა გაწვრთნისა და ეკონომიკის განვითარებისთვისერთ მილიარდ 500-ს მილიონ დოლარს გამოყოუყოფს.

როგორც ოფიციალური პირები აცხადებენ ობამას სტრატეგია გაცილებით უფრო შეზღუდულ მასშტაბიანია ვიდრე ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის. თუმცა სტრატეგიის ძირითადი ელემენტები უცვლელია. ობამას სტრატეგიის რეცენზიის გუნდის ერთერთი მიმომხილველი მიშელ ფლორნოი აცხადებს რომ მიუხედავად სტრატეგისს მცირე მასშტაბისა შეერთებული შტატების მიზანი არ იცვლება:

მე არ ვთვლი რომ ჩვენი მიზნები ან მოთხოვნილებები შეიცვალა. არამედ მოხდა მათი გადახარისხება, ნათელი მოვფინეთ თუ რას უნდა მოველოდოთ ამ რეგიონში ჩვენი მოქმედებით. ჩამოვაყალიბეთ რეალური სტატეგია პროგრესის მისაღწევად. შევიმუშავეთ გეგმა რომ ავღანეთი ჩამოყალიბდეს ქვეყნად რომელიც დამოუკიდებლად შეძლებს არსებობას.

როდესაც ქალბატონი მიშელ ფლორნოი შეერთებული შტატების სტრატეგიული მიზნების გადახარისხებაზე ლაპარკობს იგი ასევე გულისხმობს ობამას ადმინისტრაციის სტარტეგიაზე, კერძოდ კი ერაყიდან ამერიკის შეიარაღებული ძალების გამოყვანას, ავღანეთში სამხედრო ძალების გამაგრებასა და სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურებას.

ექვსი წლის განმავლობაში ერაყში ომის გამო ავღანეთს არ ეთმობოდა ყურადრება . ახლა კი დროა ჩვენ პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ამ რეგიონს და მივაღწიოთ სასურველ შედეგს. აცხადებს ბარაკ ობამა.

როგორც შეერთებული შტატების ადმირალი მაიკ მალენი ამბობს ავღანეთში ეგრედწოდებული „სამხედრო ძალების დანაზოგი" გამოწვეული იყო ერაყში მაქსიმალური ძალების გამოყენების გამო. ბატონმა მალენმა რომელიც ავღანეთსა და პაკისტანში სტარტეგიის ჩამოყალიბების აქტიური მონაწილეა არა მარტო ობამას ადმინისტრაციის არამედ ასევე ჯორჯ ბუშის დროსაც, უარი თქვა დეტალურად დაეხასიათებინა ძველი სტატეგია, თუმცა აღნიშნა რომ ახალი სტრატეგია განსხვავებულია:

ამ სტრატეგიის ძალა იმაში გამოიხატება რომ იგი ავღანეთისა და პაკისტანის ყველა მნიშვნელოვან საკითხებს ეხება და სტრატეგიული მნიშვნელობის მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს. სტრატეგია ავღანეთში უშიშროების ძალების გაძლიერებასა და სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურებას ითვალისწინებს. სტრატეგია ასევე ითვალისწინებს პაკისტანთან თანამშრომლობის 5-წლიან გეგმას. აქედან გამომდინარე ეს სტრატეგია ძალიან განსხვავებულია.

ბოსტონის უნივერსიტეტსი პროფესორი ენდრიუ ბასევიჩი აკრიკტიკებს სტატეგიას და უკმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო რომ შეერტებული შტატები სხვა ქვეყნების პოლიტიკაში ხელის ფათურს პრიორიტეტად მიიჩნევს და დასავლური კულტურის გავრცელებას ცდილობს. მან იქვე დასძინა რომ ობამას სტატეგია უფრო პრაგმატულია თუმცა წარმატებას ნაკლებად ელის:

საინტერესოა რომც იყოს სტრატეგია განსხვავებული, მისი მოთხოვნილებები ჩვენ სამხედრო შესაძლებლობებს აღემატება. საინტერესოა ასევე ის თუ რატომ უნდა განვახორციელოთ ეს სტრატეგია ამ რეგიონში . ჩვენი ინტერესი ავღანეთში იმდენაც მცირეა რომ ნამდვილად არ საჭიროებს ამხელა ძალისხმევას, მიუხედავად იმისა რომ გეგმა ავღანეთის ტერორისტებისგან გაწმენადს ისახავს მიზნად.

მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა პრეზიდენტმა ობამამ მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას მონაწილეობა მიიღოს ავრანეთის აღმშენებლობით პროცესში და ისეთი მთავრობის ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი რომელთანაც შესაძლებელი გახდება ურთიერთთანამშრომლობა.

XS
SM
MD
LG