ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანის თალიბთა მეთაურმა პოლიციის აკადემიაზე თავდასხმის პასუხისმგებლობა აიღო თავის თავზე


პაკისტანის თალიბთა მეთაურმა ლაჰორში პოლიციის აკადემიაზე განხორციელებული თავდასხმის პასუხისმგებლობა აიღო თავის თავზე. იგი აგრეთვე დაიმუქრა, რომ შეტევებს აშშ-ზეც განახორციელებს.

სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოებთან სატელეფონო ინტერვიუში ბაიტულა მეჰსუდმა განაცხადა, რომ ლაჰორზე თავდასხმა განპირობებული იყო პაკისტანის მთავრობის მიერ აშშ-ის სარაკეტო დარტყმების მხარდაჭერით. ეს დარტყმები პაკისტან ავღანეთის საზღვარზე ტომებით დასახლებულ რეგიონებში ხორციელდებოდა.

იგი აგრეთვე დაიმუქრა რომ უფრო მეტ თავდასხმებს ექნება ადგილი და სამიზნე ამჟამად აშშ-ი იქნება.

საინფორმაციო სააგენტოსტან ასოშიეიტედ პრესს-თან საუბრისას მეჰსუდმა განაცხადა, რომ ვაშინგტონზე ტერაქტი მალეა მოსალოდნელი და ეს შეტევა განაცვიფრებს მსოფლიოს.

ორშაბათს პოლიციის აკადემიაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 8 კადეტი დაიღუპა . შეიარაღებული პირები შევარდნენ დილის წვრთნებზე აიყვანეს მძევლები კადეტებს კი ცეცხლი გაუხსნეს.

XS
SM
MD
LG