ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთის მიმართებაში ახალი ამერიკული სტრატეგიის გამომუშავება არაერთგვაროვან რეაქციას იწვევს


პრობლემის მოსაგვარებლად გათვლილი ახალი ამერიკული გეგმა ბევრ ავღანელს უკვე კარგად ნაცნობ ძველს მოაგონებს. როდესაც ამერიკელების დაქვემდებარებასი მყოფი კოალიციის ჯარებმა თალიბების რეჟიმი დაამხეს, დასავლეთი მყისვე მიესალმა პოზიტიურ ძვრებს და აეღორძინების სწრაფ პროცესს. სამწუხაროდ მაშ შემდეგ სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა:

"ბატონმა ობამამ და მისმა ადმინისტრაციამ დიდი იმედები დასახეს მსოფლიოს ამ რეგიონში, მითუმეტეს იმ სფეროებში სადაც მატმა წინამორბედმა ადმინისტრაციამ შეცდომები დაუშვა და წარუმატებლობა იწვნი". განუცხადა ამერიკის ხმის კორესპონდენტსავღანეთის პარლამენტის წევრმა დაუდ სულტანზოიმ.

ბევრი ავღანელი ეთანხმება ამერიკის პრეზიდენტის იდეას და ქმედითუნარიანი მთავრობის არსებობას უშიშროების გაძლიერებას უკავშირებს. ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ ასევე მხარი დაუჭირა ამერიკულ გეგმას:

"მოკლედ რომ ვთქვათ, გეგმა იმაზე უკეთესია რასაც ჩვენ ველოდით. ამიტომაც მხარს ვუჭერთ მას. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მისი განხორციელება სრული მასშტაბიტ მოხდება". განაცხადა პრეზიდენტმა.

თუმცა სამხედრო კონტინგენტის გაფართოება, ავღანეთში დისლოცირებულ უცხოურ ჯარებს სამოცდაათ ათას კაცამდე გაზრდის. ბევრი სიშობს, რომ ძალადობის ფონი მკვეთრად გაუარესდება მანამდე სანამ სასურველი შედეგების მიღწევა გახდება სესაძლებელი:

"გასული შვიდი წლის განმავლობაში, რაც უფრო მეტი უცხოელი ჯარისკაცი სემოიყვანეს ავღანეთში მით უფრო მეტი ავღანელი დაირუპა. ადგილობრივი მოსახლეობა უცხოელებს ეწინააღმდეგება. ამიტომაც საუკეთესო გზას ავღანეტის ჯარისა და პოლიციის გაძლიერება წარმოადგენს". გვეუბნება ქაბულის ერთ-ერთი ბინადარი, რომელიც ჰედაიატულას სახელით გაგვეცნო.

გასულ თებერვალს ჰერათში ამერიკელების მიერ განხორციელებულ საჰაერო დარტყმას ქალისა და ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა. ადგილობრივი მოსახლეობა ძალზე განრისხებულია. ავღანეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სწორედ ასეთი ტიპის საჰაერო რეიდები აუარესებს დამოკიდებულებას უცხოელ ჯარისკაცებთან. ავღანელთა ნაწილი კი ემსხრობა უცხოური სამხედრო კონტინგენტის გაძლიერების გეგმას და აცხადებს, რომ ეს მოქალაქეების დაცვას შეუწყობს ხელს;

"უმთავრესი კი ისაა, თუ რა სახის დაცვას სთავაზობს ნატო ავღანელებს. ჩვენ ჰუმანიტარულლი დახმარებაც გვესაჭიროება, ფიზიკური და პოლიტიკური დაცვა, საზოგადო ინსტიტუტების აღშენება". ამბობს ავრანეთის პარლამენტის წევრი სუქრია ბარიკზაი.

მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა რეგისტრაცია ჯერ კიდევ გასულ იანვარს დაიწყო:

"თუ არჩევნები პატიოსნად არ ჩატარდა, თუ არჩევნები კარზაიმ გააყალბა, მაშინ არავითარი მნიშვნელობა არ ექნება იმას თუ რა თანხებს დახარჯავენ სეერტებული შტატები და ჩვენი მოკავშირეები ავღანეთში. გარწმუნებთ შედეგი მინიმალური იქნება". აცხადებს კარზაის ხელისუფლების ცნობილი მაკრიტიკებელი, პარლამენტის წევრი დაუდ სულტანზოი.

დამატებიტი ჯაჯარისო ფორმირებები წელს გაიგზავნებიან ავღანეთში. ასევე წელს ავრანეტის პოლიციისა და სამხედრო ზალების გაფართოებაცაა დაგეგმილი. ავღანეთში პოპულარობით სარგებლობს თალიბებთან მოთათბირების წინადადება. პრეზიდენტმა კარზაიმ განაცხადა, რომ იგი თალიბთა ლიდერთან მოლა ომართან შესახვედრადაც კი მზადაა. თუმცა ავღანელი პოიტოლოგების ნაწილი თვლის, რომ ახლა ტალიბებთან მოთათბირება ქვეყნის მთავრობის სისუსტის წარმოჩინება იქნება;

"ახლა თალიბებს იმის წარმოჩინება ძალუძთ, რომ რეალურ ენერგიას და ძალას ისინი ფლობენ და რომ მათ პრობლემების შექმნა არა მხოლოდ ავღანეთისთვის, არამედ პაკისტანისა და მთელი მსოფლიოსთვისაც კი ძალუძთ". ამბობს ანალიტიკოსი ფარუკ ბაშარი. მისი აზრით ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაფართოება ავღანეთის მთავრობის პოზიციას გააძლიერებს და კონფლიქტის მშვიდობიანად დასრულებას გახდის შესაძლებებლს

XS
SM
MD
LG