ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის პრეზიდენტი მსოფლიოს ოცი  ქვეყნის სამიტზე დასასწრებად ლონდონში მიემგზავრება


ამერიკის პრეზიდენტი მსოფლიოს ოცი განვითარებული და განვითარებადი ქვეყნის სამიტზე დასასწრებად ლონდონში მიემგზავრება. ბატონი ბარაკ ობამა დღეს დილით გაფრინდა. ეს მისი პირველი ვიზიტია ევროპაში მას შემდეგ, რაც იგი პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა. ბატონი ობამა სამიტის მონაწილეებს გლობალურ ეკონომიკურ კრიზისთან ერთიანი ძალებით გამკლავებისკენ მოუწოდებს. თუმცა მსოფლიოს ლიდერები ჯერ-ჯერობით ვერ თანხმდებიან ასეთი ერთიანი გეზის გამომუშავებაზე. საფრანგეთი და ევროპის ზოგი სხვა ქვეყანა, საფინანსო რეგულირების კიდევ უფრო გაძლიერებას მოითხოვენ. შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი მომხმარებლის დანახარჯის გაზრდის გამოწვევას ლამობენ. რაც მატი აზრით ხელს შეუწყობს ეკონომიკის გაძლიერებას. საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია ისეთი სამიტი, რომელზეც მხოლოდ ყალბ წარმატებაზე ისაუბრებენ. შეერთებული შტატების ხაზინის მდივანმა თიმოთი გეიტნერმა კი აღნიშნა, რომ ამერიკის, საფრანგეთის, გერმანიის და ჩინეთის შეხედულებები ძალზე მცირეოდენით თუ განსხვავება ერთმანეთისგან.

XS
SM
MD
LG