ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნაირობიმ საზღვარი დახურა


ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია „ჰიუმან რაიტს ვოჩი“ აცხადებს, რომ კენია ძალას და ჩაგვრის მეთოდებს მიმართავს საკუთარი ტერიტორიიდან სომალელი ლტოლვილების განსადევნად.

მიუხედავად იმისა, რომ ნაირობიმ საზღვარი დახურა, შარშან კენიას სამოც ათასამდე სომალელი ლტოლვილი მიაწყდა. მათი უმეტესობა კენიის ჩრდილო დასავკლეთში მდებარე ლტოლვილთა ბანაკებშია განთავსებული. „ჰიუმან რაიტს ვაჩის“ ანგარისის მიხედვით, კენიის პოლიცია ხშირად უმიზეზოდ აკავებს ლტოლვილებს და მათ გამოსახსნელად ქრთამის მიცემას მოითხოვს. პოლიცია ლტოლვილების დასაშინებლად ფიზიკურ და ზოგ შემთხვევაში სექსუალურ ძალდმომრეობასაც მიმართავს. ანგარიშში ნათქვამია, რომ მათ ვინც ქრთამს არ იხდის სომალიში აბრუნებენ.


XS
SM
MD
LG