ამერიკის პრეზიდენტის ბარაკ ობამას მოთხოვნით, საავტომობილო კომპანია„ჯენერალ მოტორსის“ დირექტორი თანამდებობიდან გადადგა. დღეს პრეზიდენტი ბარაკ ობამასგან კომპანიის ახალი ხელმძღვანელობა სარეკონტრსუქციო ვადის გაგრძლებას მოელის. იმის სანაცვლოდ,რომ "ჯენერალ მოტორსის" დირექტორმა თანამდებობა დატოვა, კომპანია "ჯენერალ მოტორსს" სამოცი დღის მანძილზე საშუალება მიეცემა ახალი ბიზნესგეგმა წარმოადგინოს.
ასეთივე შეღავათი გაეწევა კომპანია „კრაისლერსაც“. ოფიციალური განცხადების თანახმად, ამერიკის სიდიდით მესამე საავტომობილო კომპანიას, დამატებითი 30დღე იმ მიზნით ეძლევა, რომ იტალიურ საავტომობილო კომპანია "ფიატთან" გაერთიანების პროცესი დაასრულოს.