ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სუდანის პრეზიდენტმა  გაეროს უშიშროების საბჭო გაკიცხა


სუდანის პრეზიდენტმა გაეროს უშიშროების საბჭო იმის გამ გაკიცხა ,რომსაერთაშორისო კრიმინალურ სასამართლოს დარფურის რეგიონში საომარ დანაშაულთა გამოძიება მოსთხოვა. დღეს დოჰაში, არაბული ლიგის სამიტზე ,სუდანის პრეიზდენტმა ომარ ალ-ბაშირმა უშიშროების საბჭოს კორუფციაშია დასდო ბრალი.მან მოუწოდა საერთაშორისო კრიმინალურ სასამართლოს შეაჩეროს მასზე გაცემული დაპატიმრების ორდერი და არასაკმარის მტკიცებულებათა გამო საქმის ანულირება მოახდინოს.

სამიტზე ალ -ბაშირს მხარი სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმაც დაუჭირა .მან მოუწოდა არაბული ქვეყნების ლიდერებს მხარი დაუჭირონ ალ -ბაშირის წინადადებას დაპატიმრების ორდერის გაუქმებასთან დაკავშირებით .

აღსანიშნავია, რომ სამიტზე დილით სიტყვით გაეროს გენერალური მდივანი ბან-კიმუნი გამოვიდა,რომელმაც აღნიშნა,რომ დარფურში დღემდე უსაფრთხოების თვალსაზრისით არასტაბილური მდგომარეობაა. ამას თან ისიც ერთვის,რომ სუდანის მთავრობამ დარფურის ტერიტორიიდან საერთაშორისო სააგენტოები დაითხოვა. ადგილობრივი სამინისტროები კი შექმნილ სიტუაციას ვერენაირად ვერ აკონტროლებენ.

XS
SM
MD
LG