ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერთდღიანი სისხლიანი შეტაკება  დასრულდა



პაკისტანის ხელისუფლების განცხადებით, ლაჰორში პოლიციის აკადემიის შენობაში მიმდინარე ერთდღიანი სისხლიანი შეტაკება დასრულდა.

ამჟამად მანავანის ცას ვერტმფრენები აკონტროლებენ და პოლიციის აკადემიის ცენტრიც თავდამსხმელებისგან გაწმენდილია.

როგორც გაირკვა, ლაჰორში პოლიციის საწრთვნელ კომპლექსს გარიჟრაჟზე ათი შეიარაღებული ადამიანი დაესხა თავს. მათ ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს პოლიციელებს და ტერიტორიაზე ხელყუმბარები ისროლეს. შექმნილმა პანიკამ საშუალება მისცა თავდმასხმელებს საერთო საცხოვრებელში შეჭრილიყვნენ და მძინარე კადეტები დაეხოცათ. მათ ასევე მძევლად აიყვანეს ათობით პოლიციელი.

პოლიციის საწრთვნელ ცენტრში სისხლიანმა შეტაკებამ რამოდენიმე საათი გასტანა. საბოლოოდ პაკისტანის პოლიციამ დამხმარე ძალების საშუალებით თავდმასხმელები შეიპყრო და პოლიციის აკადემიის ტერიტორია თავდამსხმელებისგან გაწმინდა . ლაჰორში სისხლიანი დაპირისპირების შედეგად 4 თავდამსხმელი და 20 პოლიციელი დაიღუპა . სამი თავმდასხმელი პაკისტანის პოლიციის მიერაა დააპატიმრებული.

XS
SM
MD
LG