ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კანადელი მკვლევარების განცხადებით, აღმოჩენილია ჩინელ ჯაშუშ ჰაკერთა    ქსელი


კანადელი მკვლევარების განცხადებით, აღმოჩენილია ჩინელ ჯაშუშ ჰაკერთა ქსელი,რომელიც კომპიუტერის საშუალებით იჭრებოდა სხვადასხვა ქვეყნების სამთვარობო და კერძო სტრუქტურების კომპიუტერულ ქსელებში,ხსნიდა კოდებს და საჭირო ინფორმაციებს იტაცებდა. ტორონტოს უნივერსიტეტის მკვლევართა მტკიცებით,ჩინელი ჰაკერების ჯგუფმა მსოფლიოს 103 ქვეყანაში 1300მდე კომპიუტერისგან დაიტაცა ინფორმაცია.

ეს კომპიუტერები მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყნების საელჩოებს, საგარეო სამინისტროებს,სამთავრობო ორგანიზაციებსა და ტიბეტურ ცენტრს ეკუთვნოდათ.ჯაშუშების მსხვერპლ კომპანიებს წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ იმაზე,რომ მათ ქსელში არსებული ყველა ინფორმაცია გამჟღავნებული იყო და ქსელში ჩართული ყველა კომპიუტერის კამერა და მიკროფონი ისმინებოდა.

ინფორმაცია იმის შესახებ,შეაღწიეს თუ არა ჩინელმა ჰაკერებმა ამერიკის სამთავრობო ინტერნეტქსელში ჯერეჯრობით უცნობია.

კანადელ მკვლევართა განცხადებით,მიუხედავად იმისა,რომ ჯაშუშთა ჯგუფის აღმოჩენა შესაძლებელი გახდა, თუ ვინ დგას ჰაკერების უკან ჯერჯერობით არავინ იცის. როგორც ირკვევა, ჰაკერთა ჯგუფის მთავარი დაკვირვების ობიექტი სამხრეთ აფრიკისა და სამხრეთ აზიის სამთავრობო კომპიუტერული ქსელები და ტიბეტიდან დევნილი სულიერი ლიდერის დალაი ლამას გარემოცვა გახლდათ.

XS
SM
MD
LG