ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაკ  ობამა   უცხოეთში ოფიციალური ვიზიტით პირველად  გაემგზავრება


სამშაბათს ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა უცხოეთში ოფიციალური ვიზიტით პირველად გაემგზავრება.

თავდაპირველად პრეზიდენტი ობამა ლონდონს ეწვევა, სადაც ოცი ქვეყნის ეკონომიკური სამიტი ტარდება.როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმ განაცხადა, სამიტზე ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც ხელმძღვანელის ასევე მსმენელის როლშიც წარსდგება.პრეზიდენტი ობამა ლონდონში მსოფლიო ქვეყნების ლიდერებს :ბრიტანეთისა და ინდოეთის პრემიერ მინისტრებს,ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტებსა და საუდის არაბეთის მეფეს შეხვდება.

კვირის ბოლოს პრეზიდენტი ობამა საფრანგეთის პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის და გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს გაესაუბრება ხოლო კვირის ბოლოს ნატოს სამუშაო ჯგუფის საქმიანობაშიც მიიღებს მონაწილეობას.


XS
SM
MD
LG