ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ნაღმის აფეთქების შედეგად სამი ავღანელი ჯარისკაცი  დაიღუპა


ამერიკის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, გუშინ , ავღანეთში გზისპირას ჩაფლული ნაღმის აფეთქების შედეგად სამი ავღანელი ჯარისკაცი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა.

აფეთქება ფაქთას პროვინციაში მაშინ მოხდა,როცა საპატრულო ავტომობილმა დანაღმულ ადგილს ჩაუარა. ინფრომაციის თანახმად,ექვსი ეჭვმიტანილი,რომლებიც შესაძლოა აფეთქებასთან კავშირში იყვნენ უკვე დაკავებულია.

ავღანელი მეამბოხეები გზისპირა ნაღმებს ძალზე ხშირად სამთავრობო და უცხოელი ჯარისკაცების გასანადგურებლად იყენებენ. შეგახსენებთ,რომ დაპირისპირება ავღანეთში მას მერე დაიწყო,რაც კოალიციურმა ჯარებმა 2001 წელს ავღანეთში თალიბების რეჟიმი დაამხეს.

XS
SM
MD
LG