ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინდოეთის პოლიციამ  ვარუნ განდი დააკავა


ინდოეთის პოლიციამ ამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ოჯახის წევრი ვარუნ განდი დააკავა ულტრა ნაციონალისტური შინაარსის გამოსვლების გამო წინასაარჩევნო პერიოდში.

უტარ პრადეშის შტატში გამართულ სასამართლოზე 29 წლის განდიმ უარყო მუსულმანთა წინააღმდეგ მიმართულ რიტორიკაში მისი მონაწილეობა. განდის მომხრეებსა და პოლიციას შორის სასამართლოს გარეთ შეტაკება მოხდა რომლის დროსაც სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

ვარუნ განდი ჯავაჰარლარ ნერუს და ინდირა განდის შვილიშვილია, მაგრამამჟამად ულტრა ნაციონალისტური ბჰარატია ჯანატას პარტიის წევრია რომელიც თავისი რადიკალიზმით გამოირჩევა.

XS
SM
MD
LG