ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანის პრეზიდენტმა  ნავაზ შარიფს  მხარდაჭერა გამოუცხადა


პაკისტანის პრეზიდენტმა აზიფ ალი ზარდარიმ მხარდაჭერა გამოუცხადა თავის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს ნავაზ შარიფს რომელიც პენჯაბის პროვინციის მთავრობას ჩაუდგება სათავეში.

გასულ თვეს პაკისტანის უმაღლესმა სასამართლომ აუკრძალა ნავაზ შარიფს და მის ძმას შაბაზს პენჯაბის მთავრობის შემადგენლობაში ყოფნა. ნავაზ შარიფის აზრით სასამართლოს ამ გადაწყვეტილების უკან პაკისტანის პრეზიდენტი ზარდარი იდგა.

დღესვე პაკისტანის პოლიციის განცხადებით პარტიზანებმა ავღანეთში მყოფი ნატოს და ამერიკის ჯარებისთვის განკუთვნილი კონტეინერები ააფეთქეს ქალაქ ფეშავარში.

XS
SM
MD
LG