ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაკ ობამამ ავღანეთში და პაკისტანში ადმნინისტრაციის ახალი სტრატეგიები დასახა


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ავღანეთში და პაკისტანში ადმნინისტრაციის ახალი სტრატეგიები დასახა.ამერიკა ავღანეთში სამხედრო კონტინგენტის გაზრდასა და დიპლომატიაზე ყურადღების გამახვილებას აპირებს.დღეს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ სიტუაციაავღანეთში ამ დროისათვის სულ უფრო საშიში ხდება, ამასთანთავდასხმები აშშ-ისა დანატოს სამხედროებზე ისევე როგორც ავღანეთის მთავრობაზე 7 წლის მანძილზე ნელ ნელა იმატებს.

ალყაიდა და მისი მხარდამჭერებიპაკისტანსა და ავღანეთში იმყოფებიან სადაც გეგმავენ აშშ-ზე შეტევებს.ახალი სტრატეგიის მიზანია ალყაიდას განიარაღება და მისი დაშლა , პაკისტანში მათთვის აუტანელიპირობების შექმნა და ავღანეთში მატი დაჯგუფებისთვის ხელის შეშლა.

აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით პირვლეად აშშ-ის დიპლომატიაში პაკისტანი და ავღანეთი ერთიან პრობლემად აღიქმება. მათივე განცხადებით ამ პრობლემის მოგვარებაში ისინი საერთაშორისო დახმარებისკენ მოუწოდებენ რუსეთს , ჩინეთს ინდოეთს და ირანსაც კი. ობამას განცხადებით 4000-მდე ჯარისკაცი დაემათება ამერიკულ ჯარს ავღანეთში მომავალ თვეში.


XS
SM
MD
LG