ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანის ქალაქ ჯამრუდში, კამიკაძე ტერორისტმა  მეჩეთში თავი აიფეთქა


პაკისტანის ქალაქ ჯამრუდში, კამიკაძე ტერორისტმა ხალხმრავალ მეჩეთში თავი აიფეთქა.დაიღუპა 48 ადამიანი.დაშავდა 70.

თავდასხმას ადგილი აქვს სულ რამდენიმე საათით ადრე, ვიდრე ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ავღანეთსა და პაკისტანში ახალი სტრატეგიის შესახებ გააკეთებს განცხადებას.

ოფიციალური ცნობებით, მეჩეთი, სადაც პარასკევის ლოცვებს უამრავი ხალხი ესწრებოდა და თავდასხმის ადგილი გახდა, მთლიანად დაინგრა.მეჩეთი პოლიციის საგუშაგოსთან მდებარეობს. ჯერჯერობით ამ ინციდენტზე არავის უკისრია პასუხისმგებლობა.

ინციდენტის რაიონში ისლამისტი მეამბოხეები ნატოსა და ამერიკის სამხედროების წინააღმდეგ ხშირად ახორციელებენ თავდასხმებს.ცნობილია, რომპრეზიდენტ ობამას გეგმა პაკისტანში ალ ყაიდას თავშესაფრის განადგურებას ისახავს მიზნად.


XS
SM
MD
LG