ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაკ ობამა დღეს ამერიკის რამდენიმე წამყვანი ბანკის მეთაურს შეხვდება


ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს ამერიკის რამდენიმე წამყვანი ბანკის მეთაურს შეხვდება და ადმინისტრაციის გეგმას განიხილავს ქვეყნის ეკონომიკის გადასარჩენად.

დღევანდელი შეხვედრა, პრეზიდენტ ობამასა და მისი ეკონომიკური გუნდისთვის დაძაბულ კვირას დაასრულებს.

კვირის დასაწყისში ამერიკის ადმინისტრაციამ გააკეთა განცხადება რომ 1 ტრილიონი დოლარის დავალიანებას ჩამოწერს მძიმე მდგომარეობაშI მყოფი ბანკების ბალანსიდან. ეს კი, ამეირკის მთავრობის გეგმის თანახმად, სახელმწიფოსა და კერძო ინვესტორების პარტნიორობის შედეგად მოხდება. ამერიკის ხაზინის მდივანმა ტიმოთი გეითნერმა ამერიკელ კანონმდებლებს მოუწოდა მხარი დაუჭირონ ადმინისტრაციის გეგმას მთავრობის უფლებამოსილების გაზრდასთან დაკავშირებით მსხვილ ფინანსურ ფირმებზე.

დღევანდელი ეკონომიკური მონაცემების თანახმად ამერიკაში, თებერვლის თვეში გაიზარდა ხარჯვა მოსახლეობის მხრიდან. იანვარში ქვეყანაში ანალოგიური ცვლილება დაფიქსირდა. შეგახსენებთ, რომ ეკონომისტები, მოსახლეობის ხარჯვას აკვირდებიან იმდენად, რამდენადაც მოსახლეობის მოთხოვნა ამერიკის ეკონომიკის მესამედს ავსებს.


XS
SM
MD
LG