ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ევროკავშირის მიმართ გაფრთხილებას აკეთებს


რუსეთმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ახალი პარტნიორობა საბჭოთა კავშირის ყოფილ ექვს რესპუბლიკასთან იძულებულს ხდის ამ ქვეყნებს არჩევანი გააკეთონ რუსეთსა და ევროკავშირს შორის. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რაწმუნებულმა ნდრეი ნესტერენკომ განაცხადა, რომ ეს განსაკუთრებით გასათვალისწინებელია ბელორუსიის შემთხვევაში. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ მინსკმა რუსეთთან საკმაოდ ახლო ურთიერთობები შეინარჩუნა. ნესტერენკომ გაფრთხილება გააკეთა იმის თაობაზე, რომ რაიმე ახალმა ხელშეკრულებებმა ევროკავშირსა და ამ ქვეყნებს შორის ხელი არ უნდა შეუშალოს რუსეთთან უკვე არსებულ ხელშეკრულებებს, მაგალითად როგორიცაა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა (დსთ). ევროავშირმა გასულ კვირას განაცხდა, რომ საქართველოს, აზერბაიჯანს, სომხეთსა და ბელორუსიასთან გააადვილებს სავიზო რეჟიმს. ეს ქვეყნები ასევე დახმარების სახით 800 მილიონ დოლარს მიიღებენ. საპასუხოდ ამ ქვეყნებმა უნდა გააგრძელონ დემოკრატიული რეფორმების გატარება თავიანთ ქვეყნებში.

XS
SM
MD
LG