ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყირგიზეთი ხელახლა არ განიხილავს ამიერკის სამხედრო ბაზის დაკეტვის გადაწყვეტილებას


ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კადირბეკ სარბაიევი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა ხელახლა არ განიხილავს ყირგიზეთში ამიერკის სამხედრო ბაზის დაკეტვის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას.

სარბაიევმა ასევე დასძინა, რომ მისი მთავრობა არანაირად არ გეგმავს ამ გადაწყვეტილების გადახედვას მანასის ბაზის შესაზებ. მან ეს კომენტარი დღეს, რუს კოლეგასთან სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ თებერვალში ყირგიზეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ამერიკელი სამხედროების განდევნის გადაწყვეტილებას მანასის ბაზიდან. ეს ბაზა როგორც ცნობილია ნატოს და ამერიკის ჯარებისთვის უმთავრესი პუნქტი იყო ავღანეთში თალიბების წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში.

ყირგიზეთის პრეზიდენტმა ყურმანბეკ ბაკიევმა უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ვაშინგტონი საკმარის თანხას არ იხდის სამხედრო ბაზის გამოყენებისთვის.

რუსეთი კი ბიშკეკს 2 მილიიარდი დოლარით პირდება დახმარებას. ყირგიზეთის მთავრობის ცნობით ამერიკის მთავრობას 180 დღე ეძლევა ბაზის დასატოვებლად.


XS
SM
MD
LG