ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბენიამინ ნეთანიაჰუ გააგრძელებს სამშვიდობო მოლაპარაკებებს პალესტინელებთან


ისრაელის მომავალი პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით მისი მთავრობა გააგრძელებს სამშვიდობო მოლაპარაკებებს პალესტინელებთან. ბატონი ნეთანიაჰუს თქმით ისრაელის მომავალი მთავრობა არა მარტო მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარებაზე იზრუნებს არამედ ხელს შეუწყობს პალესტინის ეკონომიკის განვითარებას. ბენიამინ ნეთანიაჰუმ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა რაც მის კოალიციას ისრაელის შრომის პარტია შეუერთდა, რომელიც თავისი ზომიერი პოზიციით გამოირჩევა. შრომის პარტიის 57% დაუჭირა მხარი მემარჯვენე ლიკუდის პარტიასთან სამთავრობო კოალიციის შექმნას. ისრაელის 120 ადგილიან პარლამენტში აღნიშნულ კოალიციას 66 დეპუტატი ეყოლება.

XS
SM
MD
LG