ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვი მხარს უჭერს ავღანეთის მთავრობასა და თალიბების შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსეი ბოროდავკინის განცხადებით მოსკოვი მხარს უჭერს ავღანეთის მთავრობასა და თალიბების ზომიერ ნაწილს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას. რუსი დიპლომატის განცხადებით კრემლი იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს ამგვარ მოლაპარაკებებს თუ თალიბები იარაღს დაყრიან და ალ-ყაიდას ტერორიტულ დაჯგუფებასთან კავშირს გაწყვეტენ. რუსეთის საგარეო საქმეთა წარმომადგენელმა ეს კომენტარი მოსკოვში ავღანეთის პრობლემასთან დაკავშირებით დაგეგმილი საერთაშორისო შეხვდრის წინ გააკეთა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე პატრიკ მუნიც ესწრებოდა.
XS
SM
MD
LG