ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატები კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შესახებ შეთანხმდნენ


ისრაელის რადიოს განცხადებით პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბენიამინ ნეთანიაჰუ და შრომის პარტიის ლიდერი ეჰუდ ბარაქი კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შესახებ შეთანხმდნენ.

ამ შეთანხმების ფარგლებში ეჰუდ ბარაქი ახალ სამთავრობო კოალიციაში თავდაცვის მინისტრის პოსტს შეინარჩუნებს.

შრომის პარტიის მნიშვნელოვანი ნაწილი მხრას არ უჭერს აღნიშნულ შეთანხმებას, რადგან ბენიამინ ნეთანიაჰუს კოალიციაში ულტრა-ნაციონალისტები, მემარჯვენეები და რელიგიური რადიკალები არიან გაერთიანებულნი.

აღნიშნული გარიგების მიღწევის შემთხვევაში ნეთანიაჰუს კოალიციას ისრაელის 120 კაციან პარლამენტში 66 ადგილი ექნება.


XS
SM
MD
LG