ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარეს საზეიმო შეხვდერა მოუწყვეს


პაკისტანის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარეს საზეიმო შეხვდერა მოუწყვეს,

როდესაც ის ერთწლიანი შესვენების შემდეგ თავის სამუშაო ადგილს დაუბრუნდა.ისლამაბადში დაბრუნებულ იფტხარ მოჰამედ ჩაუნდრის ადვოკატები ვარდებით შეხვდნენ. ჩაუნდრიმ უმაღლეს სასამართლოში შეკრებილ საზოგადოებას აუწყა რომ ამიერიდან პაკისტანის სასამართლო სისტემა გამართულად იმუშავებს.

ჩაუნდრი და მასთან ერთად სასამართლოს 60 თავმჯდომარე პაკისტანის ყოფილმა პრეზიდენტმა ფერვეზ მუშარაფმა 2007 წელს გადააყენა თანამდებობიდან. გასულ კვირას საზოგადოების საპროტესტო გამოსვლების გამო ქვეყნის ახლანდელმა პრეზიდენტმა აზიფ ალი ზარდარიმ წინა ხელისუფლების მიერ შერისხული მოსამართლეები არადგინა ძველ თანამდებობებზე. ბრიტანეთი და შეერთებული შტატები მოწონებით შეხვდნენ პაკისტანის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას.

XS
SM
MD
LG