ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს ამერიკის ეკონომიკური პოლიტიკის ხელმძღვანელი ამერიკულ ბანკებს დახმარების მიზნით ახალ  გეგმას   შესთავაზებს


დღეს ამერიკის ეკონომიკური პოლიტიკის ხელმძღვანელი ამერიკულ ბანკებს დახმარების მიზნით ახალ გეგმას შესთავაზებს.გეგმის მიხედვით,ამერიკული ბანკები გაკოტრებული ქონების შედეგად დაგროვილი იმ დავალიანებებიდან განთავისუფლდებიან , რაც დღემდე ქვეყნის ფინანსურ სისტემას უდიდეს ზარალს აყენებს.

ამერიკის ხაზინის მდივნის თიმოთი გეითნერის განცხადებით, სახელმწიფო ბანკებიდან უძრავი ქონების დავალიანებებს გამოისყიდის.

„საზოგადოებრივი კერძო ინვესტიციების პროგრამა“ შეაჯერებს საგადასახადო თანხებს კერძო ფონდებთან იმ მიზნით,რომ ამერიკული ბანკები 500მილიარდიდან 1ტრილინონამდე გაკოტრებული დავალიანებების შედეგად დაგროვილი ვალებიდან განთავისუფლდნენ.

სახელმწიფო თანხებს ნაწილობრივ იმ ეკონომიკური გადარჩენის პაკეტიდან გასცემს,რომელიც კონგრესმა გასულ წელს დააამტკიცა. შეგახსენებთ,რომ ამერიკის ფინანსური სისტემა ეკონომიკურ ქაოსში მას მერე აღმოჩნდა,რაც გასულ წლიდან,შექმნილი ფინანსური პრობლემების გამო , ათასობით ამერიკელმა ბანკებს კერძო საკუთრების სესხი ვერ დაუბრუნა.

გეითნერის განცხადებით,მას მერე რაც ბანკები სახელმწიფოს დახმარებით ამ დავალიანებებისგან განთავისუფლდებიან,შეძლებენ სამომავლოდ სესხების გაცემა გააგრძელონ.


XS
SM
MD
LG