ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბორის ნემცოვს  საარჩევნო კამპანიის ძირითად  ოფისთან, სამი უცნობი მამაკაცი დაესხა თავს


დღეს სოჭის მერის პოსტზე ერთერთ სავარაუდო კანდიდატს, ბორის ნემცოვს საარჩევნო კამპანიის ძირითად ოფისთან,სამი უცნობი მამაკაცი დაესხა თავს და სახეში ქიმიური ნივთიერება შეასხა. ნემცოვის თანაშემწის განცხადებით, დაზარელებულმა სითხე სუნის მიხედვით, ამონიუმის მჟავად ამოიცნო. ბორის ნემცოვს მომხდარი ფაქტის შედეგად სერიოზული სახის არანაირი დაზიანება არ მიუღია.

შეგახსენებთ,რომ სოჭის მერობის კანდიდატი -ბორის ნემცოვი კრემლის პოლიტიკის აქტიური მოწაინააღმდეგეა. დღეს ბორის ნემცოვმა პრეზიდენტ მედევედევს საჯარო მიმართვა გაუგზავნა. მიმართვაში ნემცოვი რუსეთის პრეზიდენტს მიუთითებს ,რომ სოჭი არ არის მზად 20014წლის ზამთრის ოლიმპიადას უმასპინძლოს და ურჩევს ამ მიზნით, რუსეთის სხვა რომელიმე ქალაქი ამოირჩიოს. ამ ფონზე ,დღეს, პრეზიდენტი მედვედევი სოჭში შეხვედრებს გეგმავს,სადაც ოლიმპიადის მზადებასთან დაკავშირებულ სამომავლო საკითხებზე იმსჯელებს.


XS
SM
MD
LG