ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მონტანის შტატში თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზების შესწავლა დაიწყო


ამერიკის საავიაციო უწყების წარმომადგენლებმა დაიწყეს მონტანის შტატში თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზების შესწავლა.

კატასტროფის დროს ხომალდი ცხვირით ჩავარდა ახლომდებარე სასაფლაოზე. ამერიკის ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციის განცხადებით, კატასტროფის დროს დაიღუპა ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი, მათ შორის 7 ბავშვი.ოფიციალური ცნობებით, ბორტზე სულ 14დან 17 მგზავრი იყო.

მათი უმრავლესობა ზამთრის სათხილამურო კურორტზე მიფრინავდა.თვითმფრინავი კალიფორნიის შტატის ქალაქ სან დიეგოდან აფრინდა.გზად მონტანის კურორტ ბუზმანამდე, თვითმფრინავი რამდენიმე ადგილას შეჩერდა.

ოფიციალური წყაროებიდან ცნობილია, რომ პილოტმა თვითმფრინავის მიმართულება შეცვალა კატასტროფამდე 150 მეტრის შორიახლოს. თვითმხილველების განცხადებით, თვითმფრინავი ცეცხლის ალში გაეხვია და სასაფლაოს ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ჯერჯერობით ცნობილი არ არის კატასტროფის მიზეზების შესახებ.


XS
SM
MD
LG