ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაღდადის დასავლეთში ბომბის აფეთქების შედეგად,  8 ადამიანი დაიღუპა


ერაყის პოლიციის განცხადებით, ბაღდადის დასავლეთში ბომბის აფეთქების შედეგად, 8 ადამიანი დაიღუპა. 16 ადამიანი დაშავდა. დღევანდელი აფეთქება ბოლო ორი კვირის განმავლობაში მეორე შემთხვევაა აბუ ღრაიბის უბანში.

ოფიციალური პირების განცხადებით, ბომბი გზის პირას იყო დამონტაჟებული.

10 მარტს, აბუ ღრაიბის უბანში კამიკაძე ტერორისტის აფეთქების შედეგად 33 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთა შორის იყვნენ თემთა ლიდერები, უშიშროების უწყების თანამშრომლები და ჟურნალისტები.


XS
SM
MD
LG