ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პარტია-დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის-7 აქტივისტი დაკავეს


თბილისში დაგეგმილი საპროტესტო აქციების ფონზე, დაკავებულია საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძის პარტია-დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის-7 აქტივისტი. ხელისუფლება აცხადებს, რომ მათი დაკავება იარაღის უკანონო ტარების გამო მოხდა.

დაკავებულები კი ამბობენ, რომ რამდენიმე მათგანს სახლში “იარაღი ჩაუდეს”, რაც გამოიწვევს მათ წინააღმდეგ იარაღის უკანონო შენახვის მუხლით საქმის აღძვრას.

აქტივისტების დაკავების შესახებ განცხადება თავად ნინო ბურჯანაძემ გააკეთა თბილისში. მისი განცხადებით, დაკავებულთა შორის არის მისი მეუღლის მძღოლიც.

ბურჯანაძემ პოლიციას, დაგეგმილი აქციების ჩაშლის მიზნით, იარაღის უკანონო ტარების არგუმენტის შეთითხვნაში დასდო ბრალი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ამ საკითხზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური ძალები საქართვლეოს ხელისუფლებას დემოკრატიული სტანდარტებისა და დანაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ.

ამას ემატება კრიტიკა რუსეთ საქართველოს ომის და დაკარგული ტერიტორიების გამო.

XS
SM
MD
LG