ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში კოალიციურმა ძალებმა  5 ეჭვმიტანილი მეამბოხე მოჰკლეს


ავღანეთში კოალიციურმა ძალებმა 5 ეჭვმიტანილი მეამბოხე მოჰკლეს და 4 დააპაატიმრეს ტაჯიკეთის საზღვართან განხორციელებული რეიდის დროს.

მათივე განცხადებით ავღანელმა ძალოვნებმა მონაწილეობა მიიღეს ქვეყნის ჩრდილოეთ პროვინციაში კუნდუზში დღეს განხორციელებული სამხედრო ოპერაციის ჩატერებაში. ადგილობრივი ოფიციალური პირების მონაცემებით მოკლულები სამოქალაქო პირები იყვნენ, რომლებიც მუნიციპალურ სამსახურში მუშაობდნენ.

ამ ინფორმაციის დადასტურება დამოუკიდებელი წყაროების საშუალებით ვერ ხერხდება.

ავღანეთში ბოლო ხანებში მშვიდობიან მოსახლეობაში გახშირებული მსხვერპლის გამო ავღანეთის მთავრობასა და კოალიციურ ძალებს შორის გაიზარდა დაძაბულობა.

ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ მოითხოვა საერთაშორისო სამხედრო ძალებისგან რომ ისინი უფრო ფრთხილად იყვნენ რათა თავიდან აიცილონ მსგავის ინცინდენტები.


XS
SM
MD
LG