ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბენიამინ ნათანიაჰუს  ორი კვირა დარჩა რათა ჩამოაყალიბოს ახლი კაბინეტი


ისრაელის პრემიერ მინისტრის პოსტზე სავარაუდო კანდიდატს ბენიამინ ნათანიაჰუს ორი კვირა დარჩა რათა ჩამოაყალიბოს ახლი კაბინეტი.

ნათანიაჰუ დღეს პრეზიდენტ შიმონ პერესს შეხვდა და მოსთხოვა ვადის 3 აპრილამდე გადაწევა. გასული თვის არჩევნების შემდეგ იგი კოალიციის შექმნისას პრობლემებს წააწყდა მისი მოწინააღმდეგეების ლიბერალური შრომის პარტიისა და კადიმას პარტიის წევრებისგან.

მან დრო მოითხოვა იმისთვის რომ ისრაელის თავდაცვის მინისტრი და შრომის პარტიის ლიდერი ეჰუდ ბარაკი გადმოიბიროს. ოთხშაბათს ეჰუდ ბარაკმა გამოაქვეყნა განცხადება სადაც თავისი პარტიის წევრებს მოუწოდებს სერიოზულად განიხილონ ნათანიაჰუს შემოთავაზება. ლიბერალური შრომის პარტიის უმრავლესობა წინააღმდეგია კოალიციაში გაერთიანებაზე, სადაც ისეთი პარტიები შედიან რომლების ოპონირებენ პალესტინის სახელმწიფოს შექმნას.


XS
SM
MD
LG