ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაკ ობამა თეთრ სახლში  შტატისა  და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება


დღეს აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა თეთრ სახლში შტატისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრაზე განიხილავენ მასტიმულირებელი გეგმიდან გამოყოფილი თანხების ხარჯვის მიზანმიმართულებას.

ობამა უმასიპინძლებს ნიუ იორკის მერს მაიკალ ბლუმბერგს, პენსილვანიის გუბერნატორს ედრენდელს და კალიპორნიის გობერნატორს არნოლდ შვარცნეგერს. ისინი ტრანსპორტირების ინფრასტრუქტურის პროექტებსა და შესაბამისად სამუშაო ადგილების შექმნის შესახებ ისაუბრებენ.

ობამა გუშინ დაბრუნდა ვაშინგტონში კალიფორნიაში ორ დღიანი ვიზიტის შემდეგ, სადაც მან შეხვედრებზე მომავალი ეკონომიკური პოლიტიკის გეგმაზე გაამახვილა ყურადღება. ლოს ანჯელესის მახლობლად ელექტრო ავტომწარმოებელ ქარხანაში გამოსვლისას ბარაკ ობამამ 2 მილიარდიანი გრანტის პროგრამა გააცნო მსმენელს. პროგრამით გათვალისწინებული თანხა გადაეცემა იმ კომპანიას, რომელიც საუკეთესო იდეას წარმოადგენს ელექტრო ავტომანქანების შექმნისთვის .


XS
SM
MD
LG