ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაკ ობამამ  ირანთან ახალი ტიპის ურთიერთობების დაწყების გზებს ეძებს


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა რომ იგი ეძებს ირანთან ახალი ტიპის ურთიერთობების დაწყების გზებს. ეს ურთიერთობები გულისხმობს ვაჭრობისა და პარტნიორობის ახალ ეტაპს. დღეს მედიის საშუალებით პრეზიდენტმა ობამამ მიულოცა ნავრუზის დღესასწაული ირანელებსა და ზოგადად არაბულ სამყაროს. ობამამ მიმართვაში აღნიშნა, რომ 3 ათწლეულის მანძილზე ირანსა და აშშ-ს შორის არსებული დაძაბულობა უნდა შეიცვალოს ახალი ურთიერთობებით

ჩემი ადმინისტრაცია მზადაა დიპლომატიური გზებით გადაჭრას ჩვენს შორის წარმოქმნილი პრობლემები.უნდა შეიქმნას კონსტრიქციული ურთიერთობები აშშ-ს, ირანსა და საერთაშორისო ამავე დროს ობამამ დასძინა ,რომ არ შეიძლება ძალისხმევა ცალმხრივი იყოს. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმას რომ ირანის მთავრობა ეხლა არჩევნის წინაშეა

ჩვენ შედეგს ვერ მივაღწევთ დაშინებით, საპასუხოდ ჩვენი ურთიერთობები უნდა იყოს გულწრფელი და ემყარებოდეს ურთიერთ პატივისცემას.

XS
SM
MD
LG