ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პატრიკ მუნი 27 მარტს მოსკოვში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზციის  წევრების შეხვედრას დაესწრება


ცნობილი გახდა, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ასისტენტი პატრიკ მუნი 27 მარტს მოსკოვში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზციის წევრების შეხვედრას დაესწრება. აღსანიშნავია, რომ ამერიკა არ გახლავთ ამ ჯგუფის წევრი, თუმცა იგი მიწვეული იყო ამ შეხვედრის მომავალ სესიაზე დასასწრებად.

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს სპიკერმა რობერტ ვუდმა აღნიშნა, რომ ამერიკას მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსი აქვს, შესაბამისად ბატონი მუნი მოსკოვში ჩავა. ვუდმა განაცხადა, რომ ამერიკელ და ირანელ დელეგატებს სხვა შეხვედრებშიც მიუღიათ მონაწილეობა და რომ არც მოსკოვში არ არის რაიმე გეგმა ირანელებთან მლაპარაკებისა.

თუმცა ასეთი რამ მან მაინც არ გამორიცხა. მოსკოვის შეხვედრას ასევე დაესწრება გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი . 31 მარტს კი იგეგემება მეორე მაღალი დონის შეხვედრა ჰააგაში, რომელსაც გაერო დაასპონსორებს და იქ ავღანეთის საკითხზე გაიმართება მსჯელობა.


XS
SM
MD
LG