ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეთნიკური ალბანელებისა და სერბების გაუჩინარებასა და გატაცებაში დამნაშავეების უმრავლესობა დაუსჯელები არიან


ორგანიზაცია “საერთაშoრისო ამნისტიის” განცხადებით კოსოვოს ომის ათი წლის თავზე,ეთნიკური ალბანელებისა და სერბების გაუჩინარებასა და გატაცებაში დამნაშავეების უმრავლესობა დაუსჯელები არიან.

ორგანიზაციის განცხადებით, სერბეთისა და კოსოვოს ხელმძღვანელები, ისე როგორ ევროკავშირის მისიის წარმომადგენლები ამ მოვლენების გამოძიებაში უნდა ჩაებან, რამეთუ დაკარგული ადამიანების ოჯახებს ნათესავების ბედის შესახებ შეატყობინონ. დამნაშავეებმა კი პასუხი აგონ ჩადენილი სისასტიკისთვის.

საერთაშორისო ამნისტია აცხადებს, რომ დაახლოებით 2 000 ოჯახი დაკარგული ნათესავების შესახებ ინფორმაციას ელის.ორგანიზაციის ევროპისა და შუა აზიის პროგრამის დირექტორი ნიკოლა დაქვორთი აცხადებს, რომ კოსოვოსა და სერბეთის მთვრობებმა დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარება ვერ განახორციელეს.“საერთაშორისო ამნისტია” მხარეებს სასწრაფო ზომების გატარებისკენ მოუწოდებს რათა ომის დანაშაულის გამოძიება მოხდეს.


XS
SM
MD
LG