დღეს ერაყში ამერიკის სამხედრო მოქმედების დაწყებიდან მეექვსე წლისთავი აღინიშნება.მაშინ ამერიკის შეჭრის შედეგად ერაყის ლიდერი სადამ ჰუსეინი დაემხო.დღეს კი ჩნდება კითხვები იმის შესახებ, თუ რამდენად გასტანს იქ გაუმჯობესებული სიტუაცია, მას შემდეგ რაც ამერიკული ჯარები გავლენ ქვეყნიდან.
შიიტი სასულიერო ლიდერის მოქტადა ალ სადრის მომხრეებიამერიკული ჯარების დისლოცირების წინააღმდეგ გამოვიდნენ ბაღდადის სადრის უბანში.დემონსტრანტებმა ამერიკული დროშა დაწვეს.სადრის უფროსმა მრჩეველმა კი 9 აპრილს საყოველტაო საპროტესტო აქციის გამართვის მოწოდება გამოთქვა.
ერაყის საგარეოსაქმეთამინისტრმა ჰოშიარ ზებარიმ ამერიკის ხმას განუცხადა, რომ მიუხედავად ერაყში მიღწეული მნიშვნელოვანი წარმატებებისა ქვეყნის უსაფრთხოების დარგში, პრობლემები მაინც რჩება, რაც ერაყის სტაბილობას უქმნის საფრთხეს. იგი იმედოვნებს, რომ ამერიკის ჯარების გაყვანა ქვეყნიდან არ გააუარესებს არსებულ მდგომარეობას.